მიხეილ დაუშვილი - როგორი კარგი კანონიც არ უნდა მივიღოთ, თუ არ ვარგა სასამართლო და პროკურატურა, დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს
მიხეილ დაუშვილი - როგორი კარგი კანონიც არ უნდა მივიღოთ, თუ არ ვარგა სასამართლო და პროკურატურა, დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს

რეალური დეოლიგარქიზაცია ​მხოლოდ კანონის მიღებით შეუძლებელი იქნება, რაც არ უნდა კარგი კანონი მივიღოთ. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ არ გვექნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, ქმედითი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი პირდაპირ კოპირებულია უკრაინული ვერსიიდან.

„აღნიშნული კანონი მორგებულია უკრაინის სპეციფიკასთან, ხოლო უკრაინის სპეციფიკა რადიკალურად განსხვავებულია. ამიტომ კანონის კოპირება დეოლიგარქიზაციის ნაწილში ხელშეწყობის ფუნქციასაც ვერ შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონი, რომელსაც მივიღებთ, მორგებული იყოს ქართულ სპეციფიკასთან და მასში ის კრიტერიუმები აისახოს, რაც დეოლიგარქიზაციას რეალურად შეუწყობს ხელს. მაგალითად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნაწილში განმსაზღვრელი უნდა იყოს პირთან პირდაპირ დაკავშირებული პირების სახელმწიფო თანამდებობზე დანიშვნის საკითხი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსული კომპონენტი. წარმოდგენილი კრიტერიუმებით დეოლიგარქიზაციის პროცესის ხელშეწყობაც კი ვერ მოხდება. როგორი კარგი კანონიც არ უნდა მივიღოთ, თუ არ ვარგა სასამართლო და პროკურატურა, დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.