მიხეილ დაუშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიგოს, თუ ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებთ, კონკრეტულ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
მიხეილ დაუშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიგოს, თუ ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებთ, კონკრეტულ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

რეფორმების გატარების თვალსაზრისით უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამ ყველაფერს თავს არიდებს, რაც გამოიხატება იმ ე.წ. ცვლილებებსა და რეფორმებში, რასაც ვითომ აკეთებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

დაუშვილის თქმით, ევროინტეგრაციის შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემთხვევაში, „ქართული ოცნებიდან“ კონკრეტულ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ევროპის საბჭო გვეუბნება, რომ 12 პუნქტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის ლომის წილი „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. მართლმსაჯულების სისტემა, მედიაგარემო, ომბუდსმენის დანიშვნა ის რეფორმებია, რომლებიც უნდა გატარდეს და ამის გარეშე ევროინტეგრაცია გაგვიჭირდება. რეფორმების გატარების თვალსაზრისით უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამ ყველაფერს თავს არიდებს, რაც გამოიხატება იმ ე.წ. ცვლილებებსა და რეფორმებში, რასაც „ქართული ოცნება“ ვითომ აკეთებს. რეალურად, ძირეულ რეფორმებს არ აკეთებს. კარგი იქნებოდა, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციას მონაწილეობა მიეღო. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიგოს, ამ შესაძლებლობას თუ ხელიდან გავუშვებთ, პასუხისმგებლობა ზოგადი არ იქნება. მჯერა, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება, „ქართული ოცნებიდან“ კონკრეტულ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ უდიდესი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაზე, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაცია ჰქვია, ამას არათუ თაობების შრომა, არამედ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“, – განაცხადა დაუშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, სადაც საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისკენაც საქართველოს მიისწრაფვის.