მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ოცნებას“ ედავებოდნენ და აღმოაჩინეს, თურმე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი „ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით ჰყოლია
მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ოცნებას“ ედავებოდნენ და აღმოაჩინეს, თურმე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი „ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით ჰყოლია

„ქართულ ოცნებას“ ედავებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ თურმე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი შიგნით ჰყოლიათ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებით ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ უწევს დახმარებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შეიძლება, ბევრი რამ ხდებოდეს, თუმცა ჩემთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი. მთავარი განსახილველი თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს კი ქვეყანა კარგავს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას. განსახილველი თემაა არა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. არ მაინტერესებს, პარტიაში ვინ არის ოლიგარქი, რა ვერ გაიყვეს, ვინ არაფორმალური მმართველია და ვინ რას ედავება ერთმანეთს. მაინტერესებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. ეხმარება იმ ნაწილში, რომ მთავარი საკითხი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ამ დროს მთავარი საკითხია, ვინ რა ვერ გაიყო „ნაცმოძრაობაში“, ვინ ვის დაუდო ფეხი და ასე შემდეგ.

„ქართულ ოცნებას“ ედავებოდნენ და აღმოაჩინეს, თურმე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი შიგნით ჰყოლიათ. ჩემგან გვარების დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს? „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. მთავარი თემა უნდა იყოს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და არის ის, ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქი და ვინ ებრძვიან ერთმანეთს. ამიტომ არ მაინტერესებს, მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას ეხმარებოდნენ, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.