მიხეილ დაუშვილი - „ნაცმოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც განვიხილავთ, ეს შეუძლებელია, საუბარიც კი გამორიცხულია
მიხეილ დაუშვილი - „ნაცმოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც განვიხილავთ, ეს შეუძლებელია, საუბარიც კი გამორიცხულია

„ნაცმოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც განვიხილავთ, ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბარიც კი გამორიცხულია.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მაშველი რგოლია „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. საუბარიც კი გამორიცხულია, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის გაერთიანება გვქონდეს. რაც შეეხება სხვა გაერთიანებას, ვნახოთ, რა სახის მოცემულობა იქნება. ყველასთან ვსაუბრობდით ზეპარტიულ თემებზე და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილს კითხვა დაუსვეს სააკაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ასეთი ნაბიჯით „ქართულ ოცნებას“ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში გააქტიურებას რაც შეეხება, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო და, როგორც ჩანს, სააკაშვილის გამოჯანმრთელებით დაიწყო. მმართველი გუნდი შეეცდება, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დახმარებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ფაქტობრივად, ამ ნაბიჯით ისინი „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.