მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ვინ იქნება უფროსი და ვინ მისი თანაშემწე, საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან 
მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ვინ იქნება უფროსი და ვინ მისი თანაშემწე, საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან 

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ვინ იქნება უფროსი და ვინ მისი თანაშემწე, საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და ორივე მხარეს მოუწოდებს, ტყუილებსა და მუქარებს თავი დაანებონ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხრა დათქმა შევასრულოთ, რათა ქვეყნის ევროინტეგრაცია გაგრძელდეს და მომავალი წლის დეკემბერში მოლაპარაკებები დაიწყოს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, თქვან, რას აპირებენ, როდის ქმნიან სამუშაო ფორმატს. ქვეყანაში რამდენი პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ რადიკალი ხელისუფლება ამაზე მუშაობდეს, დაკავებულია ჩვენი მოქალაქეების მოტუებით. ხალხს ბევრ რაღაცას ატყუებენ, მათ შორის იმას, გახარია ვისთან ერთიანდება. მეორე რადიკალი „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია, როგორ შეაშინოს მოქალაქეები და დაემუქროს, რას მოაწყობენ და რას ჩაიდენენ. ორივე მხარეს მოვუწოდებ, ტყუილებსა და მუქარებს თავი დაანებონ. მათი ტყუილების და მუქარების არავის ეშინია. სჯობს, საქმეს მიხედონ, მთავარი საქმეა, ცხრა დათქმა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს იქნება მანიფესტი თუ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ძალადობრივი და არამშვიდობიანი მეთოდების გამოყენებაზე საუბარი, რასაც ლაპარაკობენ და რასაც აკეთებენ, ამით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებენ. მოქალაქეებს ნუ ატყუებენ, თითქოს დიდი ოპოზიციური პარტიაა. სინამდვილეში, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი მაშველი რგოლი არიან. დანარჩენი, პარტიის შიგნით ვინ იქნება უფროსი და ვინ მისი თანაშემწე, საერთოდ არ მაინტერესებს. მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან“, – განაცხადა დაუშვილმა.