მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური, შიდა ძალაუფლების განაწილების ბრძოლებით და მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს 
მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური, შიდა ძალაუფლების განაწილების ბრძოლებით და მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს 

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ხან რადიკალური, ხან შიდა ძალაუფლების განაწილების ბრძოლებითა და მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ოცნების“ საუკეთესო მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ამდენი ხანია, გამოდიან და საუბრობენ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ბოლო პერიოდია, საუბრობენ, თურმე შიგნით ებრძვიან თავიანთ არაფორმალურ მმართველებს და შიგნით აქვთ არაფორმალური გავლენების ბრძოლა. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი ესაა, რომ „ოცნებას“ ეხმარება და ასულდგმულებს „ნაციონალური მოძრაობა“. რასაც გარეთ უნდა ებრძოდეს, თურმე შიგნით თვითონვე ებრძვიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხან რადიკალური, ხან შიდა ძალაუფლების განაწილების ბრძოლებითა და მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და ხელს უწყობს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.