მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციას უწყობს ხელს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები, სულ მცირე, იმედგაცრუება ჩნდება
მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციას უწყობს ხელს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები, სულ მცირე, იმედგაცრუება ჩნდება

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას უხანგრძლივებს. როდესაც „ქართულ ოცნებას“ ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები, ამით, სულ მცირე, იმედგაცრუებას აჩენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციას უწყობს ხელს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ გვაინტერესებს. რაც გვაინტერესებს არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ის თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას უხანგრძლივებს. როდესაც „ქართულ ოცნებას“ ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს კი თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები და ღიად ლაპარაკობ, ამით, სულ მცირე, იმედგაცრუებას აჩენ. რასაც ებრძვი, პარტიაში გაქვს ისე, რომ ხელისუფლებაში არ ხარ. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციას უწყობს ხელს. ამ დაპირისპირებით და პოლარიზაციით „ქართული ოცნება“ სარგებლობს. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ საუკეთესო მაშველი რგოლია. „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას უხანგრძლივებდე, რა თქმა უნდა, ყველასთვის დამაზიანებელია. მარტო ოპოზიციისთვის კი არა, ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.