მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა მთავრობის გადადგომას და დღეს თავიანთი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ
მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა მთავრობის გადადგომას და დღეს თავიანთი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არ აინტერესებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მისივე თქმით, ქვეყანაში იმდენად დიდი გამოწვევებია, რომ მთავარი განსახილველი თემა ეს არ უნდა იყოს.

ამასთან, როგორც მიხეილ დაუშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

„არ მაინტერესებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემთვის მეასე ხარისხოვანია. დღეს ქვეყანას იმდენად დიდი გამოწვევები უდგას, მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

კიდევ მეტად დასანანია, რომ როგორც თავის თავს ეძახიან ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ამ უმძიმეს დროში ნაცლად იმისა, რომ დაკავებული იყოს სტრუქტურული რეფორმების გატარებაში ჩართულობით, დაკავებულია თავისი შიდაპარტიული ძალაუფლების გადანაწილებით. მათი ერთადერთი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება ყველაფრის ფასად და არა ქვეყნის ევროინტეგრაცია ან კიდევ დემოკრატიზაცია. ირონია იცით, რაშია? „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა მთავრობის გადადგომას და დღეს თავიანთი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.