მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების განაწილებით არიან დაკავებული, ამით საბოლოო ჯამში, ზიანდება მოქალაქე, რომელსაც იმედებს უქმნიან და შემდეგ უცრუებენ
მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების განაწილებით არიან დაკავებული, ამით საბოლოო ჯამში, ზიანდება მოქალაქე, რომელსაც იმედებს უქმნიან და შემდეგ უცრუებენ

ნაცვლად იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით იყვნენ დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ძალაუფლების განაწილებით არიან დაკავებული, ამით საბოლოო ჯამში, ზიანდება მოქალაქე, რომელსაც იმედებს უქმნიან და შემდეგ უცრუებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტად დასუსტდება ოპოზიცია, მით უფრო მეტად გაძლიერდება „ქართული ოცნება“.

„ქვეყანას იმდენად დიდი გამოწვევები აქვს, რა ხდება და ვინ რა ვერ გაიყო ერთმანეთში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ გასათვალისწინებელი და საგულისხმოა ის, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში, მათ შორის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობაში“, შიგნით, ერთმანეთში რაღაცებს ვერ იყოფენ და ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით იყვნენ დაკავებული, ამის მაგივრად დაკავებული არიან ერთმანეთში ძალაუფლების განაწილებით. ამით საბოლოო ჯამში ვინ ზიანდება? – ზიანდება მოქალაქე, რომელსაც რაღაც იმედებს უქმნიან და შემდეგ ამ იმედებს უცრუებენ.

მეორე მხრივ, ძლიერდება „ოცნება“, რადგან რაც უფრო მეტად დასუსტდება ოპოზიცია, მით უფრო მეტად გაძლიერდება „ოცნება“. ამიტომ, საბოლოო ჯამში მთავარი კითხვა ის კი არ არის, რა ხდება და როგორ ხდება, მთავარი კითხვაა, ეს ადამიანები რატომ ეხმარებიან და აძლიერებენ „ოცნებას“. მე ეს უფრო მაინტერესებს და რატომ აზიანებენ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა დაუშვილმა.