მიხეილ დაუშვილი - მმართველ ძალას კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, რაშიც იდეალურად დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“
მიხეილ დაუშვილი - მმართველ ძალას კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, რაშიც იდეალურად დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“

მმართველ ძალას კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, ამაში იდეალურად დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო ძალიან შეხმატკბილებული მოქმედება, როდესაც ორი დღე ერთმანეთს ეხმარებოდნენ საკუთარი მიზნების მიღწევაში, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დახურვის შემდეგ განაცხადა.

„დღეს რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, არის ძალიან სამწუხარო. ამ ყველაფრით ზიანდება ქვეყანა და ზიანდება ჩვენი მოქალაქე. მარტივი რაღაც მოხდა, რეალურად მოხდა, რომ მმართველ ძალას უბრალოდ პასუხები არ ჰქონდა, პასუხებს ვერ სცემდა, პასუხების გაცემა არ უნდოდა კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აქვს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ მმართველ ძალას ამ კითხვებზე პასუხები არ გაეცა, მაშველი რგოლის სახით გამოჩნდა ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და საბოლოო ჯამში, ეს ორი ძალა გუშინდელი და გუშინწინდელი დღე, უბრალოდ ერთმანეთს ასაზრდოოებენ, ერთს პასუხების გაცემა არ უნდოდა, მეორეს კითხვების დასმა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ შედეგი – ზიანდება ქვეყნის ინტერესები და ზიანდებიან ჩვენი მოქალაქეები. ამ ყველაფერს ძალიან შეხმატკბილებულად აკეთებენ მმართველი ძალა და „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, რეალობა არის, რომ მმართველ ძალას არ უნდოდა კითხვებზე პასუხების გაცემა და ამაში მას იდეალურად დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო ძალიან შეხმატკბილებული მოქმედება, როდესაც ორი დღე ერთმანეთს ეხმარებოდნენ საკუთარი მიზნების მიღწევაში, საბოლოო ჯამში, ამით დაზიანდნენ ჩვენი მოქალაქეები და ზიანდებიან სახელმწიფო ინტერესები.

გახარიას გუნდის წევრის განცხადებით, კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, უპასუხოდ დარჩა.

„მმართველი ძალისა და „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად მოხდა, რომ ყველა კითხვა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მათ შორის, რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესები, უბრალოდ უპასუხოდ დარჩა. საბოლოო ჯამში, ამით ზიანდება ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვამბობთ, რომ ინსტიტუციების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ცალსახად, რაც დღეს მოხდა, მიზეზი, რის გამოც დღეს სხდომა გადაიდო, უბრალოდ მიუღებელია. პირველი, რა თქმა უნდა, სხდომის გადადება მოხდა გამოხატვის თავისუფლების გამო. ეს ვერ იქნებოდა ლეგიტიმური მიზეზი სხდომის გადადების, მეორე, რაც შეეხება დაზარალებულს, ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრებთ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ძირეული ვალდებულება, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის განსაკუთრებით ჟურნალისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისეთი აგრესიული დაჯგუფებებისგან, რაც ვიხილეთ. ამით ზიანდება სახელმწიფო და ზიანდებიან ჩვენი მოქალაქეები“,  – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.