მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა, ეს რეალობაა
მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა, ეს რეალობაა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ვინ გაიმარჯვა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და, როგორც ჩანს, არც სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს.

„ამ არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და ეს რეალობაა. ჩვენთვის ეს იქნება კიდევ ერთი მოტივაცია, რომ მეტად აქტიურად და ძირფესვიანად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.