მიხეილ დაუშვილი - გიორგი გახარიას დროს პრობლემა იყო, რომ ადეიშვილის ექსტრადირება არ ხდებოდა, მაგრამ ბუნდესტაგში ასეთი ზარ-ზეიმით ვერ შედიოდა, ეს ახლა ხდება და რა შუაშია გახარია?
მიხეილ დაუშვილი - გიორგი გახარიას დროს პრობლემა იყო, რომ ადეიშვილის ექსტრადირება არ ხდებოდა, მაგრამ ბუნდესტაგში ასეთი ზარ-ზეიმით ვერ შედიოდა, ეს ახლა ხდება და რა შუაშია გახარია?

გიორგი გახარიას დროს პრობლემა იყო, რომ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება არ ხდებოდა, მაგრამ ბუნდესტაგში ასეთი ზარზეიმით ვერ შედიოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში რომ მონაწილეობს, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა და განმარტებები უნდა გაკეთდეს.

„ის, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, ეს სრულიად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია. როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გაკეთონ, ეს ადამიანი ასე თავისუფლად რატომ მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში. სად არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა? რას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდეს? უამრავი მექანიზმია. ვინ არ ითხოვდა ადეიშვილის ექსტრადირებას? გიორგი გახარიას დროს ადეიშვილს ბუნდესტაგში იღებდნენ? ეს ყველაფერი ახლა ხდება და რა შუაშია გახარია ხელისუფლების ნაწილი ვიყავით და ამას არავინ უარყოფს. მაშინაც პრობლემა იყო, რომ ექსტრადირება არ ხდებოდა, მაგრამ ადეიშვილი ბუნდესტაგში ასეთი ზარზეიმით ვერ შედიოდა. რას აკეთებდა გახარია? – იმას აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. თავის დროზე გახარია და ზელენსკი ერთმანეთს რაზე შეხვდნენ, დეტალურად მოგიყვეთ? ეს როგორ უნდა მოგიყვეთ? – ეს შეხვედრა ბევრ თემას ეხებოდა“, – განაცხადა დაუშვილმა.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.