მიხეილ დაუშვილი - დღევანდელ აქციაზე პარტიის წევრები ვიქნებით, ვის რა ქვემიზანი აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა
მიხეილ დაუშვილი - დღევანდელ აქციაზე პარტიის წევრები ვიქნებით, ვის რა ქვემიზანი აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა

დღევანდელ აქციას ერთადერთი შინაარსი ექნება და ეს არის უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორეხარისხოვანია, აქციის ორგანიზატორებს რა პოლიტიკური ქულები და მიზნები ამოძრავებთ.

„ჩემთვის დღევანდელი დღე უკრაინის მხარდამჭერი დღეა და მეტი არაფერი. დანარჩენი – ვის რა ეროვნული მოძრაობები აღელვებს, ვის – გადატრიალება თუ რაიმე სხვა, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ყველა აქცია მისაღებია, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებში იქნება. საქართველოს ხელისუფლება როცა  ვერ ბედავს, უკრაინას მხარი დაუჭიროს, ამ დროს მოსახლეობის ვალია, თავისი სათქმელი თქვას.

ჩვენმა მოქალაქეებმა სათქმელი არაერთხელ თქვეს. აქციის ორგანიზატორებს რა პოლიტიკური ქულები და მიზნები ამოძრავებთ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. არც ეროვნული მოძრაობის დაანონსება და არც ისეთი მიზნის დასახვა არ შეიძლებოდა ამ აქციისთვის. მისი ერთადერთი მიზანი უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს. თავიდან არასწორად დაიწყეს და, როგორც ჩანს, შემდეგ კომპასი გაასწორეს. დღევანდელ აქციას მე დავესწრები. პარტიის წევრები აქციაზე ვიქნებით, რადგან უკრაინის მხარდამჭერია. ვის რა ქვემიზანი აქვს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.