მიხეილ დაუშვილი - დღეს ქვეყანას ტანკები და რევოლუციები კი არა, ევროკავშირი და განვითარება სჭირდება, რაც უნდა მოხდეს მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით
მიხეილ დაუშვილი - დღეს ქვეყანას ტანკები და რევოლუციები კი არა, ევროკავშირი და განვითარება სჭირდება, რაც უნდა მოხდეს მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით

დღეს ქვეყანას ტანკები და რევოლუციები კი არა, ევროკავშირი და განვითარება სჭირდება, რაც უნდა მოხდეს მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების მუქარის შემცველ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ასეთი ტიპის განცხადებებიც კი მიუღებელია, არა თუ მუქარა და მის რეალიზაციაზე ფიქრი. დღეს ქვეყანას ტანკები და რევოლუციები კი არ სჭირდება, არამედ სჭირდება ევროკავშირი და განვითარება, რაც უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით. რა ტანკები და რა რევოლუციები, ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა დაუშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფმა მხარდამჭერებმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერთან, ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს.