მიხეილ ჩხენკელი - მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე
მიხეილ ჩხენკელი - მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, ჩვენო მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას! გასულ წელს პანდემიამ კვლავაც დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მათ შორის, განათლების სისტემაზე. თუმცა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ერთობლივი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით ჩვენ მათი დაძლევა შევძელით, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას გიხდით. მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიითა და შემართებით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – ნათქვამია განათლების მინისტრის საახალწლო მილოცვაში.