მიხეილ ჩხენკელი მე-12 კლასელებს - დარწმუნებული ვარ, ცოდნის გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ
მიხეილ ჩხენკელი მე-12 კლასელებს - დარწმუნებული ვარ, ცოდნის გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე. ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.

გილოცავთ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს!“, – ნათქვამია განათლების მინისტრის მილოცვაში.