მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოში სპორტი სწორად ვითარდება და წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გველის | მინსკი 2019 [ვიდეო]

მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ექვსი წევრისგან მინსკის „სპორტის სასახლეში“ კვარცხლბეკზე ასვლა ოთხმა სპორტსმენმა მოახერხა. ვერცხლის მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ.) აიღეს, ბრინჯაოს მედლებს კი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაეუფლნენ.

მორიგი სააზპარეზო დღის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ოლიმპიური ნაკრების გამოსვლა საქართველოს პირველ არხთან შეაფასა.