მიხეილ ბატიაშვილი - საბჭოთა წარსული, სამწუხაროდ, დღემდე მოგვყვება და გარკვეულ გავლენას ახდენს, ამიტომ ჩვენი ევროპელი კოლეგების შეშფოთება ყურადსაღებია
მიხეილ ბატიაშვილი - საბჭოთა წარსული, სამწუხაროდ, დღემდე მოგვყვება და გარკვეულ გავლენას ახდენს, ამიტომ ჩვენი ევროპელი კოლეგების შეშფოთება ყურადსაღებია

ვფიქრობ, ევროპარლამენტის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია,  – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს შეფასება არის იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩნდებოდა. ვფიქრობ, ეს არის   ამ წლების განმავლობაში მთავრობის განხორციელებული სამუშაოების შეფასება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ აფასებს ევროპარლამენტის წევრის  ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას, რომ საბჭოთა დიპლომატი არ უნდა გახდეს ქვეყნის პირველი პირი, მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ეს ევროპელი კოლეგების შეშფოთება ყურადსაღებია, რადგან საბჭოთა წარსული საკმაოდ მძიმე წარსულია.

„საბჭოთა წარსული საკმაოდ მძიმე წარსულია, რომელსაც ყველა ვაცნობიერებთ და ეს წარსულია, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე მოგვყვება. ეს ის დაღია, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს. ამიტომ ჩვენი ევროპელი კოლეგების შეშფოთება ყურადსაღებია”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმევრო პარლამენტში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად.