მიხეილ ალანიამ „ორიაკთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
მიხეილ ალანიამ „ორიაკთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებისა და მარნეულის „არმაზის“ 9 ნომერი მიხეილ ალანია კარიერას საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქართველმა ფრანგულ კლუბ „ორიაკთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდს არგენტინაში გასამართი ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

საგულისხმოა, რომ ალანია მხოლოდ 18 წლისაა. „ორიაკში“ მას „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ჯავახია და ვანო კარკაძე დახვდებიან.

„პროდ2“-ის 30 ტურის შემდეგ, ორიაკის ანგარიშზე 61 ქულაა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ბურგ-ენ-ბრესს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინაში 4-22 ივნისს გაიმართება.