მიხაილ პოდოლიაკი – ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები მოწმობს სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებს, პრეზიდენტი პასუხობს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას, სამართლიანობა ყველასთვის
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ცვლილებები ნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უყურებს და უსმენს საზოგადოებას. ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვირტერში“ წერს.
„ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები მოწმობს სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებს და არა თვალის დახუჭვას. ომის დროს ყველამ უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა. პრეზიდენტი უყურებს და უსმენს საზოგადოებას. ის პირდაპირ პასუხობს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას – სამართლიანობა ყველასთვის“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.
Zelenskyy’s personnel decisions testify to the key priorities of the state… No “blind eyes”. During the war, everyone should understand their responsibility. The President sees and hears society. And he directly responds to a key public demand – justice for all…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 24, 2023