მიხაილ პოდოლიაკი – ყირიმელი თათრების მასობრივი მობილიზაცია ყირიმში არის ნამდვილი გენოციდი ეთნიკური ნიშნით და უდიდესი ტრაგედია მთელი ერისთვის

17:30, 25.09.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყირიმში ყირიმელი თათრების მასობრივი მობილიზაციის გამოცხადება არის ნამდვილი გენოციდი ეთნიკური ნიშნით.

„ყირიმელი თათრების მასობრივი მობილიზაცია ყირიმში – ეს ნამდვილი გენოციდია ეთნიკური ნიშნით და უდიდესი ტრაგედია მთელი ერისთვის“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

პოდოლიაკის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების იძულებით გაწვევა სხვა არაფერია თუ არა არალოიალური მოსახლეობისგან რეგიონის გაწმენდა.

მსგავსი