მიხაილ პოდოლიაკი ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ფრონტის ხაზზე სტაგნაციის თავიდან აცილებას ასახელებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ფრონტის ხაზზე სტაგნაციის თავიდან აცილებას ასახელებს.
„გადაწყვეტილება განპირობებულია მოქმედების ტაქტიკის გადახედვის აუცილებლობით, რომელმაც გასულ წელს სრულად ვერ უზრუნველყო სასურველი შედეგი“, – აღნიშავს მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
როგორც პოდოლიაკი განმარტავს, ასევე მნიშვნელოვანია ჯარში მართვის პრინციპების რეფორმირების პროცესის დაწყებაც.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა.