მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია
მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაწერა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

„რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევის წარმატებული შედეგებისა და 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.