მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება, გახდეს კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ
უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა იტალიური გაზეთთან, La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინის წინასწარი პოზიცია ასეთია: ომიდან გამოსვლის სცენარებიდან ერთ-ერთია კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ხაზის გასწვრივ. ეს არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ისინი ასე დარჩება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, შემდგომ მოხდება ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა ინსტრუმენტებით მუშაობა, რათა ეს ტერიტორიები უკრაინას დაუბრუნდეს, თუმცა დე იურე ისინი უკრაინის ტერიტორიებად დარჩება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხი სრულად გამორიცხულია.
„როგორ შეუძლია აგრესორისთვის დათმობებს, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს? ამგვარად აგრესორი არ იხდის აგრესიისთვის, პირიქით. მაშინ რატომ უნდა შეჩერდეს? ასე ჩვენ მას მხოლოდ წავახალისებთ. გარდა ამისა, ზელენსკიმ მკაფიოდ თქვა: ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა აკრძალულია. ეს მხოლოდ კონსტიტუციური საკითხი არ არის. შეუძლებელია ცალმხრივად ტერიტორია აგრესორს გადასცე“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაშიც კი „კორეული“ ან „გერმანული“ სცენარების ანალოგები შეუფერებელია.
„დე იურე არავინ არ ცნობს ამ ტერიტორიებს რუსულად”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.