მიხაილ პოდოლიაკი – „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ პუტინის განცხადება რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადება „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ არის რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„არ არსებობს „კოლექტიური დასავლეთის“ არანაირი გეგმა. მხოლოდ კონკრეტული z-არმია შევიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მცხოვრებლებს. ყველაფერი დანარჩენი არის პრიმიტიული პროპაგანდა, დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, – წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, დუმაში ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „დასავლეთს რუსეთთან ომი უკანასკნელ უკრაინელამდე სურს“.
Немає жодного плану «колективного Заходу». Лише конкретна z-армія увійшла в суверенну Україну, обстрілює міста і вбиває мирних громадян. Усе інше – примітивна пропаганда. Тому мантра пана Путіна про «війну до останнього українця» – іще один доказ продуманого російського геноциду.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) July 7, 2022