მიხაილ პოდოლიაკი რუსეთს მარიუპოლთან დაკავშირებით „სპეცმოლაპარაკებებს“ სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რუსეთს მარიუპოლთან დაკავშირებით „სპეცმოლაპარაკებებს“ სთავაზობს.
მისი თქმით, რუსული არმია განაგრძობს საარტილერიო და ავიათავდასხმებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს.
ამის შეწყვეტისთვის პოდოლიაკი რუსეთს სთავაზობს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტას მარიუპოლში, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და სამხედროების გასაცვლელად „მოლაპარაკების სპეციალური რაუნდის“ გამართვას.
(2/2) Пропоную РФ подумати про залишки репутації. Для цього необхідні всього три «маріупольські кроки».
1. Оголосити реальне великоднє перемирʼя над Маріуполем.
2. Негайно дати гумкоридор для цивільних.
3. Погодитись на «спец раунд переговорів», щоб ми забрали/обміняли військових— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 24, 2022