მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთის მიზანი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გათიშვაა
მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთის მიზანი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გათიშვაა

რუსეთის მიზანი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურიელექტრო სადგურიდან გათიშვაა და ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე” დაწერა.

„რატომ ესვრის რუსეთი საკუთარ თავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე?” – რუსი პროპაგანდისტები მასხარებს განასახიერებენ. ამის ახსნა: რუსეთი ბომბავს ატომური ელექტროსადგურის ნაწილს, საიდანაც ხორციელდება სამხრეთ უკრაინის ენერგომომარაგება. მიზანი – ჩვენი გათიშვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულებაა. გაერო და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განაგრძობენ ჭერში ყურებას“, – წერს პოდოლიაკი.

ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ძალები მარტის თვიდან მოყოლებული აკონტროლებენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახშირდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვები, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს.