მიხაილ პოდოლიაკი – ომი უნდა დასრულდეს ყირიმის დაბრუნებით და „სპეციალური საომარი ოპერაციის“ ინიციატორების დასჯით
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს ყირიმის დაბრუნებით და „სპეციალური საომარი ოპერაციის“ ინიციატორის დასჯით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„რუსეთმა 2014 წელს დაიწყო ომი უკრაინის და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, როდესაც თავხედურად დაიკავა ყირიმი. ცხადია, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით. ასევე იმ პირთა იურიდიული დასჯით, ვინც იყო „სპეციალური საომარი ოპერაციის“ ინიციატორი. მათი სახელები რუსეთის უშიშროების საბჭოს 21 თებერვლის სხდომის ოქმშია ჩამოწერილი“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.
Росія розпочала війну проти 🇺🇦 та світу у 2014 році з нахабного захоплення Криму. Очевидно, що ця війна має закінчитися саме визволенням Криму. А також юридичним покаранням ініціаторів «СВО», поіменно записаних у протоколі Радбезу Рф від 21 лютого. Все інше буде ходінням по колу.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 13, 2022