მიხაილ პოდოლიაკი - მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ
მიხაილ პოდოლიაკი - მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე.

„მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, მალე“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული კონტრშეტევის გეგმა „ფოტოშოპით“ გაკეთებულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს.

ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე ვრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება. სურათები ნაწილობრივ შეცვლილია, მაგრამ ნაწილობრივ ავთენტურს ჰგავს. აღნიშნული დოკუმენტები გავრცელდა პრორუსულ ტელეგრამ არხებზეც.