მიხაილ პოდოლიაკი – ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება, ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს და რუსეთში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლება რუსულ ფრონტს ჩამოშლის. ამის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაიცვას, ასევე სჭირდება მეტი შეიარაღება უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.
„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით დაცვა, რადგან რუსეთი მხოლოდ სამოქალაქო პირებთან იბრძოლებს. მეორე მხრივ, ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს და რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ეს რეალურია. საჭიროა ნება (იარაღი)“, – წერს პოდოლიაკი.
По-перше, треба захистити об’єкти критичної інфраструктури системами ППО. Тому що Росія воюватиме лише з цивільними. По-друге, звільнення Луганська чи Донецька викличе ефект доміно, обвалить ru-фронт і призведе до політичної дестабілізації у РФ. Це реально. Потрібна воля (зброя).
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) September 13, 2022