მიხაილ პოდოლიაკი განმარტავს, რა იარაღი სჭირდება უკრაინას „ომის დასასრულებლად და ქვეყნიდან რუსეთის გასაძევებლად“
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ომის დასასრულებლად და ქვეყნიდან რუსეთის გასაძევებლად, უკრაინას ესაჭიროება 1 000 ერთეული 155 მმ-იანი კალიბრის ჰაუბიცა, 300 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 500 ერთეული ტანკი, 2 000 ერთეული ჯავშანტექნიკა და 1 000 ერთეული დრონი.
ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 15 ივნისს ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება და მის შედეგებს ელოდებიან.
Being straightforward – to end the war we need heavy weapons parity:
1000 howitzers caliber 155 mm;
300 MLRS;
500 tanks;
2000 armored vehicles;
1000 drones.Contact Group of Defense Ministers meeting is held in #Brussels on June 15. We are waiting for a decision.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 13, 2022