მიხაილ პოდოლიაკი - გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს
გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პოდიალკის თქმით, ომის შემდეგ საინტერესო პროცესი იქნება და უკრაინა ისტორიულად გახდება ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო რეგიონისთვის.
„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას. გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. მესმის, რომ ხერსონის ეიფორიის ფონზე ეს უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის, სოლედარისა და ავდეევკის მიმართულებით. მუშავდება გეგმები აზოვის ზღვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს რეგიონის წყლების განბლოკვის მიზნით; მუშავდება სცენარი ხერსონის მარცხენა სანაპიროს გასათავისუფლებლად, ყირიმში კონცენტრირებული რუსული დაჯგუფების დემობილიზაციისთვის. ეს მძიმე სამუშაოა. როდესაც ხარკოვის რეგიონი სწრაფად განთავისუფლდა, ყველა ელოდა, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი შენელდა და ხალხი გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყო. ახლა ხერსონი ისევ გვაძლევს აღმასვლას და ყველა ამბობს: ხვალ ავიღოთ ყირიმი! არა, ეს იქნება ხანგრძლივი, მძიმე შრომა, რომელიც ნაყოფს გამოიღებს“, – აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.