მიხაილ პოდოლიაკი - არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო
მიხაილ პოდოლიაკი - არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო

არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა „უფრო კორექტულად“ უნდა მიუდგეს იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.

„საერთო ჯამში, ეს ცოტა უცნაური განცხადებები, არამხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ასევე, გარკვეული ხალხისაა ევროპის პოლიტიკური საზოგადოებიდან. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს. მეორეც, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს მინსკი-3-ს, შესაბამისად გაჭიანურებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამაზე გაცნობიერებულად არ წავალთ,“ – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის გამოიწვევს უკრაინის მიმართ სხვა პრეტენზიებსა და მოთხოვნებს.

„ჩემთვის, ომის 83-ე დღეს სრულიად გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ევროპაში ასეთი აზრები. სავარაუდოდ, მათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთთან ბიზნესის წარმოების მათთვის ჩვეულ წესებს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ იქნება, რადგან დაფიქსირებულია რუსეთის სამხედრო დანაშაულები დიდი მასშტაბით“, – განაცხადა ერდოღანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა, „რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა“.