მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს
მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს.

პოდოლიაკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოცემა „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო პრეზიდენტ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის  კონფლიქტზე.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს მთავარსარდალ ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება.

„ჩემი აზრით, გაუგებრობა შეუძლებელია, რადგან არსებობს პრიორიტეტი – ომი, არსებობს მკაფიო ვერტიკალი, სადაც პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და არსებობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც გახლავთ ოპერაციული დირექტორი, რომელიც დაკავებულია, უკაცრავად ტერმინოლოგიისთვის, უშუალოდ ომით. პრეზიდენტი, ომის ფარგლებში დაკავებულია რიგი სხვა საკითხებით, რომლებიც დაკავშირებულია ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან. ჩემი აზრით, ნონსენსია, თუ იქნება რაიმე კონფლიქტი, მით უმეტეს, პოლიტიკური სარჩულით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.