მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ე.წ. რუსული რულეტკის თამაშს ჰგავს, სადაც ყველა დამარცხებულია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ე.წ. რუსული რულეტკის თამაშს ჰგავს, სადაც ყველა დამარცხებულია.
„რუსეთთან მოლაპარაკებები „რუსული რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელება, ტერორი და კრიმინალური შანტაჟი“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის წინაპირობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გააჟღერა: „მთავარი პირობა – უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა“.
Negotiating with RF means playing “Russian roulette” game with a full reel and a fatal ending for everyone. War continuation, terror and criminal blackmail. @ZelenskyyUa announced the key conditions of negotiation process. The main – 🇷🇺 troops withdrawal from all 🇺🇦 territories.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 19, 2022