უკრაინის ნაკრების გარემარბმა, მიხაილ მუდრიკმა, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ დატოვოს.
როგორც გაზეთი Daily Express-ი წერს, მუდრიკი სერიოზულად ფიქრობს „ჩელსიდან“ წასვლას და ისეთ გუნდში გადასვლას, სადაც მას რეგულარული სათამაშო დრო ექნება. ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჩელსი“ არ არის წინააღმდეგი, გამოეთხოვოს უკრაინელ ფეხბურთელს.
2024-25 წლების სეზონში მუდრიკმა „ჩელსის“ რიგებში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. ორივეში ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე დაახლოებით 30 წუთი სათამაშო დროით.
მიხაილ მუდრიკი „ჩელსიში“ „შახტარიდან“ 2023 წლის იანვარში გადავიდა 70 მილიონ ევროდ. მისი მოქმედი კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში.