მიხაილ გალუზინი - ერევანი არ ითვალისწინებს რუსეთის გაფრთხილებებს დასავლეთის მიზნების შესახებ, მათ სურთ სომხეთის გამოყენება ევროკავშირის უშედეგო პოლიტიკის განსახორციელებლად
ერევანი არ ითვალისწინებს რუსეთის გაფრთხილებებს დასავლეთის მიზნების შესახებ, მათ სურთ სომხეთის გამოყენება ევროკავშირის უშედეგო პოლიტიკის განსახორციელებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი გრძნობს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა არ იჩენს რაიმე მზადყოფნას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები დასავლეთის მიზნების შესახებ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ, გალუზინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის, განსაკუთრებით ევროკავშირის რეალური მიზანი სომხეთის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებაა, ასევე სომხეთის ჩართვა დასავლური ქვეყნების ამაო და უპერსპექტივო პოლიტიკაში, რომელიც რუსეთისთვის „სტრატეგიული დამარცხების” მიყენებას ისახავს მიზნად.