მიხაელ ზიბერტი – გერმანია თქვენს გვერდით დგას, როგორც მეგობარი და პარტნიორი ამ გამოწვევებით აღსავსე დროს
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ზიბერტმა მილოცვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გერმანია თქვენს გვერდით დგას, როგორც მეგობარი და პარტნიორი ამ გამოწვევებით აღსავსე დროს. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მოუთმენლად ველოდები თქვენს ლამაზ ქვეყანაში კიდევ ერთხელ სტუმრობას“, – წერს მიხაელ ზიბერტი.
Happy Independence Day to the people of #Georgia! We stand by you as a close friend and partner in these challenging times, and wish you all health, peace and prosperity! Looking forward to visiting your beautiful country again soon! @GeoEmbGermany @MFAgovge pic.twitter.com/oAwyyIqni9
— Michael Siebert (@GERonOstpolitik) May 26, 2020