ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონზე მიხაელ შუმახერზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ბილდმა“ (Bild). სურათი ეკრანებზე მიმდინარე წლის ხუთ დეკემბერს გამოვა.
ცნობილია, რომ ფილმში შესული იქნება მიხაელის ოჯახის წევრების ინტერვიუები. ლაპარაკია მეუღლე კორინაზე და შვილებზე – ჯინასა და მიკზე.
ფილმის რეჟისორია მიხაელ ვეხი, რომელსაც გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები პოლიტიკოსებზე, მაგალითად, გერჰარდ შრიოდერზე და მარინ ლე პენზე.
მიხაელ შუმახერმა 2013 წლის 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.