მიხაელ გალერი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემს მეგობრებს მოვუწოდებ, მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შეუერთდნენ პარლამენტს
გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგაერო საქმეთა სპიკერი მიხაელ გალერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ.
„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შეუერთდნენ პარლამენტს.
მთავრობისა და მმართველი პარტიის ნებისმიერ საფუძვლიან კრიტიკას უფრო დიდი რეზონანსი აქვს, როდესაც ის პლენარული სხდომიდან ისმის, ვიდრე ქუჩიდან ყვირილის დროს“, – წერს მიხაელ გალერი.
I encourage my UNM friends in Georgia to sign the agreement and join the Parliament. Any valid criticism towards government and ruling party resonates much better from inside the plenary than being shouted from outside.
— Michael Gahler (@gahler_michael) May 11, 2021