მიხაელ გალერი - მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი
მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა სტრასბურგში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
ევროდეპუტატი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო მიმდინარე საკითხებს.
„ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. არასდროს შეგვითავაზებია მისთვის შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. მოვუწოდებთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს, გამონახონ საერთო ენა.
ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა და მხოლოდ შეგვიძლია, ყველა ჩაერთოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში. ევროკავშირთან ასოცირების და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები. ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში.
მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა მიხაელ გალერმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.