მიკელ არტეტა ინგლისის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT
მიკელ არტეტა ინგლისის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT

პრემიერლიგაში თებერვლის შედეგები შეაჯამეს და ლონდონის „არსენალის“ დამრიგებელი თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

გასულ თვეს „არსენალმა“ ინგლისის ჩემპიონატში ოთხი მატჩი გამართა და ოთხივეჯერ გაიმარჯვა, ბურთების სხვაობამ კი +16 გოლი შეადგინა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მიკელ არტეტას შეგირდები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან და პირველ პოზიციაზე მყოფ „ლივერპულს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

მომდევნო მატჩს ლონდონის „არსენალი“ ხვალ, 9 მარტს გამართავს და „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს.