საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი დაიწყო.
გაიმართა გიგანტური სლალომი. ეს იყო სეზონში მე-12 სტარტი და აქედან ნახევარი ამერიკელ ვარსკვლვ მიკაელა შიფრინს აქვს მოგებული.
სეზონში მეექვსე გამარჯვების მოპოვება შიფრინისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გიგანტური სლალომის პირველ ცდაზე მან მხოლოდ მესამე დრო აჩვენა, სამაგიეროდ, მეორე დაშვებისას აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა. ორი ცდის ჯამში ამერიკელს წუთი და 48.81 წამი ჰქონდა და 14 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ გერმანელს ვიქტორია რებენსბურგს, რომელიც პირველი დაშვების შემდეგ ლიდერი იყო. მესამეზე ფრანგი ტესა ვორლი გავიდა.
შიფრინი უდიდესი უპირატესობით ლიდერობს მსოფლიოს თასის ჩათვლას. მას 789 ქულა აქვს და 422 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ნორვეგიელ რაგნჰილდი მოვინკელს. 359 ქულით მესამეზეა ავსტრიელი ნიკოლ შმიდჰოფერი.