ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილი, მიკ შუმახერი „ფერარის“ ტესტ-პილოტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Motorsport.com ავრცელებს.
უმცროს შუმახერსა და „ფერარის“ შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება. ამის შემდეგ გერმანელი ოფიციალურად გახდება იტალიური საჯინიბოს აკადემიის წევრი და მონაწილეობას მიიღებს ფორმულა 1-ის ტესტ რბოლებში.
19 წლის მიკ შუმახერი ევროპული ფორმულა 3-ის ჩემპიონია. 2019 წელს ის ფორმულა 2-ში იასპარეზებს.