ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი „მიდტიულანდსა“ და „ლივერპულს“ შორის ჩაშლის პირასაა. ამის მიზეზია კორონავირუსის გადაცემის ახალი წყარო, რომელიც დანიაში გავრცელდა. კერძოდ, დანიაში COVID19 ადამიანზე წაულადან გადადის. ამის შესახებ გაზეთმა „დეილი მეილმა“ დაწერა.
იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ მაინც გაემგზავრება დანიაში, უკან დაბრუნების შემდეგ, მთელს გუნდს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
„მიდტიულანდისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 9 დეკემბერს არის დაგეგმილი. პირველ წრეში ინგლისურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგო. მერსისაიდელები ლიდერობენ D ჯგუფში – სამი ტურის შემდეგ ცხრა ქულა აქვთ. დანიელებმა კი სამივე მატჩი წააგეს და ბოლო ადგილზე არიან.