„მიდლ ისთ აი“ - ირანი ჩინეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს
„მიდლ ისთ აი“ - ირანი ჩინეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს

ირანი ჩინეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „მიდლ ისთ აი“ ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ისლამური რესპუბლიკა ნავთობს ჩინეთის საჰაერო თავდაცვის რაკეტებში ცვლის, რადგან ისრაელის მიერ განადგურებული შესაძლებლობების აღდგენას ცდილობს.

ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა მიიღო ირანმა ჩინეთისგან საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.

ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ირანის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ექსპორტის თითქმის 90 პროცენტი პეკინში გადის. გამოცემის თანახმად, აშშ-ის არაბმა მოკავშირეებმა იცოდნენ თეირანის მცდელობების შესახებ და თეთრი სახლი ინფორმირებულია ირანის პროგრესის შესახებ.

„მიდლ ისთ აი“ წერს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინეთი რეკორდული რაოდენობით ირანული ნავთობის იმპორტს ახდენდა და ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მალაიზია, გადაზიდვის ცენტრად იყენებდა ნედლი ნავთობის წარმოშობის დასაფარად.