მიჩიგანში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ
მიჩიგანში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ

მიჩიგანში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„ბევრი დაზარალებულია, თავდამსხმელი აღარ წარმოადგენს საფრთხეს. ამ დროისთვის საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს. ეკლესია იწვის“, – აღნიშნულია პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

„სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თავდასხმის მოტივი, როგორ გაჩნდა ხანძარი და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა.