მიჩიგანის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ იარაღიდან ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სამი და დაიჭრა რვა ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დაღუპულები 14, 16 და 17 წლის მოსწავლეები არიან; დაჭრილებს შორის ერთი მასწავლებელია, დანარჩენი კი, მოსწავლეები. მათგან ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.
„როიტერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.