მიატოვიჩს მიაჩნია, რომ „რეალმა“ მბაპე უნდა შეიძინოს და არა ჰალანდი #1TVSPORT
„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა, პრედრაგ მიატოვიჩმა ერლინ ჰალანდი კილიან მბაპეს შეადარა და არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
„ჰალანდი ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ ნორვეგიელია და არასდროს ექნება ისეთი გავლენა, როგორიც ფრანგს. თუ „რეალისთვის“ ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანი გაკეთება მომიწევდა, თანხას კილიან მბაპეს შესაძენად დავხარჯავდი.
მბაპე ნამდვილი ვარსკვლავია და მას ყოველთვის თანს სდევს საფეხბურთო მარკეტინგი. ამ საკითხზე კი „რეალი“ აუცილებლად უნდა დაფიქრდეს“, – ციტირებს მიატოვიჩის სიტყვებს AS-ი.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ს შემადგენლობაში 11 მატჩი გამართა, გაიტანა ათი გოლი და ერთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ერლინგ ჰალანდი კი „სიტის“ მაისურით მოედანზე 14-ჯერ გავიდა – ნორვეგიელის ანგარიშზე ახალ სეზონში 11 გოლი და ორი ასისტია.