მიანმარში, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 38 ადამიანი დაიღუპა
მიანმარში, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 38 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში, დღეს გამართულ საპროტესტო აქციას 38 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 14,17 და 19 წლის ახალგაზრდებიც არიან.

გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტინ შრანერ ბურგენერის განცხადებით, მოვლენების ამსახველ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესვრიან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ნამდვილ ტყვიებს.

ქვეყანაში პირველ თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მასშტაბური აქციები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩეული მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლებას და სამხედრო მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.